
მსოფლიში პირველი ფოტო 1826 წლით თარიღდება . თავდაპირველად, ფოტოგრაფიის მიზანი, მხოლოდ პორტრეტული გამოსახულების მიღება იყო. ფოტოგრაფია, ადამიანებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევდა , რადგანაც ამ გზით, პორტრეტის მიღება, ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვდა, ვიდრე მხატვრის მიერ მისი დახატვა.
საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.
XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.
დღესდღეობით ფოტოგრაფია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, და ამავე დროს ხელმისაწვდომი დარგია.
No comments:
Post a Comment