Tuesday, April 20, 2010

5 ყველაზე უცნაური გინესის რეკორდი

   



                                                

რძის ცრემლები 

თურქმა ილკერ იმაზმა სახელი იმით გაითქვა, რომ თვალიდან 279,5 სანტიმეტრის სიგრძის რძის ნაკადი გამოუშვა. ეს უჩვეულო რეკორდი 2005 წლის 1 სექტემბერს სტამბოლში სასტუმრო ,,არმადა ჰოტელში" დაფიქსირდა.

                                                 

1989 წლის 18 მაისს, 9 საათიანი სამუშაო დღის მანძილზე მათ 63596 კილოგრამი თეთრეულის გარეცხვა მოასწრეს და თავიანთი სიმარჯვით დამსახურებულად დაამშვენეს გინესის რეკორდების წიგნის ფურცლები.

                                         

აშშ პენსილვანიის შტატი. ლუდის ბარის პატრონმა დაამზადა 7 კგ. -იანი ჰამბურგერი.

                                     


Giuliano Stroe – 5 წლის ბავშვი რუმინეთიდან, რომელმაც თავისი თავი გინესის რეკორდების წიგნში შეიყვანა. მან ეს საგმირო საქმე შეძლო ხელებზე სიარულით. მან შესძლო და 10 მილი გაიარა ხელებით, ფეხებზე კი მძიმე ბურთი ჰქონდა ჩამოკიდებული. ბიჭი რომელმაც თავისი ოსტატობა აჩვენა იტალიურ ტელეგადაცემაში, გახდა youtube ს სენსაცია. მან ვარჯიში დაიწყო 2 წლის ასაკში, იტალიაში, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობს. ბიჭის მამა ამბობს, რომ მას დაბადებიდან მასთან ერთად დაყავდა ის სავარჯიშო დარბაზში. ბიჭი ამბობს, რომ ის დიდად არ განსხვავდება თავისი თანატოლებისაგან, რომ ისიც ისევე ხატავს და უყურებს მულტფილმებს როგორც სხვები 5 წლის ასაკში.


                                                      

ეს ჩინელი კაცი გახლავთ ყველაზე გრძელი თმის პატრონი





გია დვალი


ქართველი ფიზიკოსი გია დვალი  15 წელიწადზე მეტია, რაც აშშ-ში, საფრანგეთსა და იტალიაში მოღვაწეობს. მან  1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი, 1992 წელს მოიპოვა ხარისხი თბილისშივე თეორიულ ფიზიკაში. ამჟამად არის ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი თეორიულ ფიზიკაში. 2001 წელს მიიღო ნიუ-იორკის მერის მიერ დაწესებული ჯილდო განსაკუთრებული მიღწევებისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც მას პირადად რუდოლფ ჯულიანიმ გადასცა. 2008 წელს კი მიიღო ჰუმბოლტის პროფესურა. დღესდღეობით ითვლება მეცნიერულ ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მონაწილეობას იღებს დიდი ადრონული კოლაიდერის ექსპერიმენტში.  თეორიები, რომლებსაც პროფესორი გია დვალი თავის კოლეგებთან ერთად ავითარებს, ექსპერიმენტულად დამტკიცების შემთხვევაში თანამედროვე ფიზიკაში ბევრ რამეს შეცვლის.მისი ჰიპოთეზები შეეხება სამყაროს მოწყობას, გრავიტაციის კვანტურ თეორიას და დამატებითი განზომილებების აღმოჩენას.
დღემდე ეჭვი არავის შეუტანია ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონის მართლზომიერებაში, უფრო ზუსტად,ეს კანონი არც მცირე და არც დიდ მანძილზე არავის გაუზომავს. გია დვალის თეორიის თანახმად, შეიძლება მოხდეს ამ კანონის მოდიფიცირება მცირე და დიდ მანძილზე.
სტენფორდის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა და გია დვალმა შეიმუშავეს ჰიპოთეზა, რომლის თანახმადაც დამატებითი სივრცული განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს მცირე მანძილზე. ამჟამად ინტენსიურად ტარდება ცდები ამ ჰიპოთეზის შესამოწნებლად. ამასთანავე, პროფესორმა დვალმა თავის ბოლო ნაშრომებში გამოთქვა მოსაზრება, რომ დამატებითი განზომილებები შეიძლება აღმოჩნდეს აგრეთვე დიდ მანძილზეც, რაც სამყაროს აჩქარებული გაფართოების ბოლო დროს აღმოჩენილი უცნაური ფენომენის ერთერთი ახსნა შეიძლება იყოს. ის ასევე  კოლეგებთან ერთად ცდილობს პასუხი გასცეს კითხვებს, სამყაროს აგებულებისა და მისი ისტორიის შესახებ. ”ჩვენ ვართ ფუნდამენტური მეცნიერების წარმომადგენლები. ეს იმას ნიშნავს რომ, ვცდილობთ ისეთ კითხვებს გავცეთ პასუხები, რომელთაც დღეს გამოყენებითი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია მეცნიერებისათვის. მაგალითად: როგორი იყო სამყაროს პირველსაწყისი, რისგან შევდგებით ჩვენ და რისგან შედგება სამყარო, რა არის მისი მომავალი, როგორია მატერიის სტრუქტურა, საერთოდ რა ძალები არსებობენ სამყაროში და რამდენ განზომილებიანია ის. გვაქვს ფაქტები, იქმნება თეორია, შემდეგ ყალიბდება წინასწარმეტყველება და ექსპერიმენტების საშუალებით ვცდილობთ მის შემოწმებას.” _აცხადებს იგი.

წყარო : www.vikipedia.org 

              www.tsu.ge

Wednesday, April 14, 2010

ქართული ფოტოს ისტორია
















მსოფლიში პირველი ფოტო 1826 წლით თარიღდება . თავდაპირველად, ფოტოგრაფიის მიზანი, მხოლოდ პორტრეტული გამოსახულების მიღება იყო. ფოტოგრაფია, ადამიანებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევდა , რადგანაც ამ გზით, პორტრეტის მიღება, ბევრად უფრო ნაკლებ დროს მოითხოვდა, ვიდრე მხატვრის მიერ მისი დახატვა.
საქართველოში პირველი კერძო ფოტოსტუდიები 1840-იან წლებში გაიხსნა. პირველი ქართველი ფოტოგრაფი, რომელსაც საკუთარი სტუდია ჰქონდა იყო ალექსანდრე როინიშვილი (1846-98). ვ. ხლამოვის ხელშეწყობით თბილისში გიახსნა სტუდია "რემბრადტი". 1880-89 წლებში ა.ლექსანდრე როინიშვილმა იმოგზაურა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, დროებით კი დასახლდა თელავში. ფეხით მოიარა დაღესტანი, სადაც თემირ-ხან-შურაში (ახლანდელი ქ. ბუინაქსკი) რვა წელი იცხოვრა და ქართული კულტურის მრავალ საყურადღებო წყაროს წააწყდა. მოგზაურობისას იღებდა გეოგრაფიულად თუ ეთნოგრაფიულად საინტერესო მასალას. ალექსანდრე როინიშვილის შემოქმედების ძირითადი თემა ქართველი ერის ცხოვრება, მათი ეკონომიკური და სოციალური ყოფა იყო. გამოსცა ძველი ლიტერატურისა და ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა დიდი ფორმატის სურათები, შექმნა რუსთაველის პირველი გრაფიკული პორტრეტი, რომლის ათასობით ფოტოასლი გავრცელდა ხალხში. ალექსანდრე როინიშვილმა წლების განმავლობაში შეკრებილი სიძველეთა ნიმუშებითა და უძვირფასესი ფოტოსურათებით შექმნა ეროვნული მოძრავი გამოფენა, რომლითაც 1887 წლიდან იმოგზაურა რუსეთში, ასტრახანის, მოსკოვის და პეტერბურგის საზოგადოებას, ნაცვლად ეგზოტიკური კავკასიური სიუჟეტებისა, გააცნო ქართველი ხალხის ძველი კულტურა და თავისთავადი ყოფის ამსახველი ნაწარმოებები.
XX საუკუნის დასაწყისში ხარისხობრივად შეიცვალა ქართული ფოტოგრაფია, სალონური, კამერული თემატიკა შეცვალა სინამდვილის ამსახველმა სურათებმა. გაძლიერდა ფოტოგრაფიის სოციალური ჟღერადობა, გაფართოვდა ფოტოგრაფიული სურათის, როგორც სიმართლის ამსახველი დოკუმენტის ფუნქცია.

დღესდღეობით ფოტოგრაფია საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, ხელოვნების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული, და ამავე დროს ხელმისაწვდომი დარგია.

Tuesday, April 6, 2010

რატი ამაღლობელი

თავისუფლებას დაეძებს ყველგან... თავისუფლებას ასწავლის შვილს. თვლის, რომ წერა თავისუფლებაა - ამიტომაც წერს.. მისთვის პოეზია სამყაროს ხედვის საშუალებაა. ცდილობს ირგვლივ ყველაფერი ამოიცნოს.

პოეზია არის სფერო სადაც შეიძლება ბოლომდე დაიხარჯო და უკმარისობის განცდა არ დაგრჩეს”, - ამბობს პოეტი - რატი ამაღლობელი.

წერა ბავშვობაში დაიწყო, მაშინ, როდესაც ირგვლვ ყველაფერი აინტერესებდა. ”ყველაფრის საქმის კურსში მინოდა ყოფნა, ვინტერესდებოდი დეტალებით, ამაზე ჩემი მშობლები ძალიან ხალისობდნენ“ - ასე იხსენებს რატი მის პირველ გატაცებას. პირველი ლექსი იუბილარ ბაბუას მიუძღვნა:

აღარ მინდა ჟუვაჩკები

აღარ მინდა მონეტები

ბაბუ ძალზედ მენარები,

მინდა გნახო შენ! “

სახლში პოეზიის საღამოების მარტავდა, თან ფეხბურთელობაც სურდა, კითხულობდა ბევრს...

გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში - “ცალცალკე და ერთადვკითხუოლბთ, “მკითხველთა წრიდანაა მუდამ გამოსული კარგი მწერალი, და რაგინდ დიდი ვეფხვი დადგეს, ვეფხვზე მაინც ამბობენ კატისებრთა ოჯახიდანააო”, რას იტყვით, თქვენს შემთხვევაში როგორაა, განიცდიდით დიდი პოეტების გავლენას?

-“яблоко от яблонине далеко падает” - ასე რომ, ჩემზეც იგრძნობა ეს გავლენა. მიყვარს გალაკტიონი, ვაჟა. რომ არ არსებობდეს ავთანდილის ლოცვა, გალაკტიონის პოეზია და ვაჟას სტუმარ-მასპინძელი, არ ვიცი როგორ ვიცხოვრედი. რომ არა ეს პოეტები ამ ცოცხალ პროცესში მონაწილეობა ძალიან გამიჭირდებოდა.

როდესაც წერთ, ხალხის მიმართ პასუხისმგებლობას გრძნობთ?

- არავითარ პასუხისმგებლობას! Mვწერ მხოლოდ ჩემთვის, წერა თავისუფლებაა. უმთავრესი საკუთარ თავთან მუშაობა და ტექსტის შექნის პროცესია. არ მაინტერესებს სვხა ჩემზე რას იტყვის, როგორ მიიღებს ან შეაფასებს ჩემს ლექსს.

რომ არა მკითხველი, მაინც დაწერდით ლექსებს?

კი, აუცილებად დავწერდი. საერთოდ, მკითხველი ძალიან ეგოისტია - ყველაფერში მხოლოდ საკუთარ ისტორას ეძებს. ჩემთვის ლექსის წერა სიამოვნებაა. ზოგი ამას მუზას Eეძახის, სხვები გახსენებას. ეს განწყობა შეიძლება ნებისმიერ დროს მეწვიოს - სახლში, მთაში ან ძილში.


წერის გარდასხვა საქმის კეთების სურვილი არასდროს გქონიათ?

უფრო სოციალური სფერო მხიბლავს. რომ არა პოეტი, ალბათ ექიმი გამოვიდოდი. ექიმი იმიტომ, რომ ადამინების სიცოცხლის სადარაჯოზე ვყოფილიყავი. მაქვს ამბცია, რომ საზოგადოების მსახური ვიყო. ვთვლი, რომ ეს ჯანმრთელი ამბიციაა. ვერასდროს წავიდოდი პილიტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ მყავდნენ ადამიანები, რომლებიც გზას გამიკვალავდნენ. ვერ ვიტან, როცა ჩემსE სახელს პოლიტიკური პიარისთვის ან ფულის საკეთებლად იყენებენ, ასეთსEშემოთავაზებებს არასდროს ვთანხმდები.

თავისუფალ დროს გუდაურში ატარებს, სრიალებს თხილამურებზე და ცდილობს ეს სპორტი დაჩისაც შეაყვაროს. დაჩიმისი შვილია. ჯერ 6 წლისაა, სკოლაში წელს მიდის. მამას ყოველთვის უჯერებს, რადგან ის არაფერში ზღუდავს და დამოუკიდებლობას აჩვევს.

მეუღლე ჩემი მეგობარია, იდეალური ურთიერთობა გვაქვს” - ამბობს რატი.

მეგობარი ნიშნავს თანამოაზრეს, თანამებრძოლს, საერთო ფასეულობის მქონე

ადამიანს. ასეთი ცხოვრებაში ძალიან ცოტა მყავს”.

ამჟამად ისვიციპედიაშიკითხულობს ლექციებს. თავის თავს, როგორც ლექტორს ვერ აფასებს. ამბობს, რომ როცა დაინახავს, რომ მისმა შეგირდებმა სიზარმაცე მთლიანად დაძლიეს, მაშინ ჩათვლის თავს კარგ ლექტორად.

თავის თავზე ძუნწად საუბრობს. აღიარებს, რომ საკუთარი თავის დახასიათება არ უყვარს. თავს რთულად წასაკითხ წიგნს ადარებს.

ამბობს, რომ წელიწაში მინიმუმ 10 მობილურ ტელეფონს კარგავს, ეკარგება კომპიუტერიც. არასდროს იცის რა ხდება ირგვლივ. და ყოველთვის სადღაც აგვიანდება.

ლუვრი

ლუვრის მუზეუმი უდიდესი და ყველაზე განთქმული მუზეუმია მსოფლიოში, შენობა პარიზის ცენტრში მდებარეობს. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი საზოგადოებისთვის პირველად გაიხსნა 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს.ლუვრი საუკუნის დასაწყისში (1200 წ.) აიგო მეფე ფილიპე ავგუსტის მითითებით, როგორც ციხესიმაგრე. XIV საუკუნის ბოლოს რ. დეტამლევ გადააკეთა და აქედან მოყოლებული, ლუვრი მეფეთა რეზიდენციად იქცა. 1546 წელს იგი დაინგრა და მის ადგილას ფრანგმა არქიტექტორმა პიერ ლესკომ (1510-1574) ააგო სასახლე - აღორძინების ხანის შესანიშნავი ძეგლი. სკულპტურული დეკორი შეასრულა მოქანდაკე ჟან გუჟონმა. მომდევნო საუკუნეებში (1600 წლიდან 1868 წლამდე) დაემატა ცალკეული კორპუსები და ფასადები. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ლუვრი მეფეთა რეზიდენცია აღარაა. იგი ჯერ მხატვრული ტილოების საცავი იყო, ხოლო 1793 წლიდან კონვერტის დეკრეტით ეროვნულ სამხატვრო მუზეუმად იქცა.დღეს ლუვრში 40 000 -მდე ნიმუში ინახებ მათ შორის ჯოკონდა . მუზეუმი დაყოფილია :ეგვიპტისბერძნული, რომაული,ანტიკური,შუასაუკუნეების და თანამედროვენიმუშების სექტორად. აქვე ინახება საფრანგეთის სამეფო კარისძვირფასეულობა.დღევანდელი ლუვრის სახეცვლილებაში დიდი წვლილი მიუძღვის პრეზიდენტ ფრანსუა მიტერანს. 1981 წელს მან მოითხოვა მთელი ლუვრის შენობა გადაკეთებულიყო მუზეუმად, ხოლო ფინანსთა სამინისტრო, რომელიც ამ შენობის ერთ ფრთას იკავებდა ბერსში გადავიდა. ამავდროულად ლუვრს მიუმატეს თანამედროვე ელემენტი "გამჭვირვალე პირამიდის" სახით,რომელიც შესასვლელის ფუნქციას ასრულებს.ეს სამუშაო შეასრულა ამერიკელმა, წარმოშობით ჩინელმა რქიტექტორმა ეო მინგ პეიმ. მილიონობით ადამიანის აღტაცებას იწვევს მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი მუზეუმი ლუვრი







წყარო: www.vikipedia.org


Wednesday, March 31, 2010

მე მიყვარს მზეე







გერმანიის ქ. ბონის უნივერსიტეტის

სამაგისტრო სტიპენდია ჟურნალისტიკის განხრით








გერმანიის ბონის უნივერსიტეტი რამოდენიმე სხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად აცხადებს განაცხადების მიღებას მედია სწავლებების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ხარჯის დამფარავი სრული სტიპენდიები, რომლებიც დაენიშნება ჟურნალისტიკის განხრით მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მფლობელ 10 შერჩეულ კანდიდატს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა ან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან. პროგრამა ფინანსდება გერმანიის მედია ჯგუფ „Deutsche Welle"-ს, ბონის უნივერსიტეტისა და რიგი სხვა ორგანიზაციების მიერ.

პროგრამა შედგება ოთხი სემესტრისაგან. სასწავლო კურსი უმთავრესად შეეხება ისეთ დარგებს, როგორიცაა მედია და განვითარება, მედია ეკონომიკა და საკომუნიკაციო მეცნიერებანი. პროგრამა სრულდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვითა და დამამთავრებელი კოლოქვიუმით. წარჩინებული სტიპენდიანტები მიიღებენ ხელოვნების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს.

კონკურსში გამარჯვებული კანდიდატებისათვის სტიპენდიის დანიშვნა მოხდება სპეციალური შესარჩევი კომისიის მიერ.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 აპრილი

ტელ: 822 29 47 11





ლატვიის საზაფხულო სკოლა












ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართველ სტუდენტებსა და ლექტორებს სთავაზობს ლატვიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას, რომელიც ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არის ორგანიზებული. წელს ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ისწავლება "აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის სივრცეში კულტურებს შორის ურთიერთობა" (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.biss.va.lv) პროგრამა განხორციელდება 2010 წლის 16-29 მაისს, ვალმიერაში, ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ და 2010 წლის 8-21 აგვისტოს, რიგაში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში "Urban Outcast" (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.summerschool.rtu.lv) რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით.

სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საბუთების სია:

• სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ შესაბამისი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე)
• CV;
• სამოტივაციო წერილი;
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები, ნიშნების სიით;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• ერთი ფოტოსურათი (3X4).

საზაფხულო სკოლისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის კანდიდატის წარდგენის წერილი შესაბამისი ინსტიტუტიდან უნდა გაეგზავნოს პირადად საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს:

ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - BISS 2010

ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი
infobiss@va.lv

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა

რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
Evita.serjogina@rtu.lv
ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 აპრილი, ხოლო რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2010 წლის 31 მაისი.

წყარო: iliauni.edu.ge


საიტების მონიტორინგი

 

ბოლო რამდენიმე თვეა არჩევნების საკითხი ძალიან აქტიური გახდა ქართულ საზოგადოებაში, უფრო მეტად კი მასმედიაში. იმის გასარკვევად რამდენად ეფექტურად აშუქებენ ახალ ინფორმაციას ქართული საიტები ჩავატარე მონიტორინგი 3 საიტზე:






www.1tv.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ საიტი არის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი და ასევე სანდო. პირველივე შესვლაზე შესაძლებელია გაიგო დგის მთავარი თემები. სტატიები არის როგორც ოპოზიციური , ისე სახელისუფლებო პარტიების კომენტარები და მოსაზრებები, ასევე საუბარია მათ აქტიურობაზე. შეგვიძლია აქვე ვიხილოთ, ცესკოს სხვადასხვა მონაცემები.




www.imedi.ge





ტელეკომპანია იმედის დაპირებაა გაიგე "სხვაზე ადრე" , საიტი მუდმივად განახლებადიაინფორმაციით, ეთერში გასვლამდე, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ სტატიები, რომლებიც დაბალანსებულია, და შეიცავს ფაქტებს.ხოლო ეთერის გასვლის შემდეგ, საიტზე შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო, ამ მოვლენის შესახებ.

    www.ambebi.ge                                              

  არჩევნების თემას მიმდინარე კვირას, საკმაოდ ღრმად და ობიექტურად აფასებს ერთ-ერთი გამორჩეული სააგენტო. სადაც ყოველთის განახლებული და სანდო ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი, საიტზე აქტუალურად განიხილება არჩევნების პროცესი.