Wednesday, March 31, 2010
სამაგისტრო სტიპენდია ჟურნალისტიკის განხრით

გერმანიის ბონის უნივერსიტეტი რამოდენიმე სხვა ადგილობრივ ორგანიზაციასთან ერთად აცხადებს განაცხადების მიღებას მედია სწავლებების სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ხარჯის დამფარავი სრული სტიპენდიები, რომლებიც დაენიშნება ჟურნალისტიკის განხრით მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მფლობელ 10 შერჩეულ კანდიდატს აფრიკის, აზიის, ლათინური ამერიკისა ან აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოებიდან. პროგრამა ფინანსდება გერმანიის მედია ჯგუფ „Deutsche Welle"-ს, ბონის უნივერსიტეტისა და რიგი სხვა ორგანიზაციების მიერ.
პროგრამა შედგება ოთხი სემესტრისაგან. სასწავლო კურსი უმთავრესად შეეხება ისეთ დარგებს, როგორიცაა მედია და განვითარება, მედია ეკონომიკა და საკომუნიკაციო მეცნიერებანი. პროგრამა სრულდება სამაგისტრო ნაშრომის დაცვითა და დამამთავრებელი კოლოქვიუმით. წარჩინებული სტიპენდიანტები მიიღებენ ხელოვნების მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხს.
კონკურსში გამარჯვებული კანდიდატებისათვის სტიპენდიის დანიშვნა მოხდება სპეციალური შესარჩევი კომისიის მიერ.განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 აპრილი
ტელ: 822 29 47 11
ლატვიის საზაფხულო სკოლა

ლატვიის რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ქართველ სტუდენტებსა და ლექტორებს სთავაზობს ლატვიის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას, რომელიც ლატვიის რესპუბლიკის უმაღლესი სასწავლებლების მიერ არის ორგანიზებული. წელს ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში ისწავლება "აღმოსავლეთ ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის აუზის სივრცეში კულტურებს შორის ურთიერთობა" (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.biss.va.lv) პროგრამა განხორციელდება 2010 წლის 16-29 მაისს, ვალმიერაში, ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მიერ და 2010 წლის 8-21 აგვისტოს, რიგაში, საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში "Urban Outcast" (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.summerschool.rtu.lv) რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით.
სტიპენდიის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭირო საბუთების სია:
• სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ შესაბამისი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე)
• CV;
• სამოტივაციო წერილი;
• განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების დამოწმებული ასლები, ნიშნების სიით;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• ერთი ფოტოსურათი (3X4).
საზაფხულო სკოლისთვის ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის კანდიდატის წარდგენის წერილი შესაბამისი ინსტიტუტიდან უნდა გაეგზავნოს პირადად საზაფხულო სკოლის ორგანიზატორებს:
ბალტიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა - BISS 2010
ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი
infobiss@va.lv
საერთაშორისო საზაფხულო სკოლა
რიგის ტექნიკური უნივერსიტეტი
საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
Evita.serjogina@rtu.lv
ვაიძიმის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტში აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 აპრილი, ხოლო რიგის ტექნიკურ უნივერსიტეტში - 2010 წლის 31 მაისი.
წყარო: iliauni.edu.ge
საიტების მონიტორინგი
ბოლო რამდენიმე თვეა არჩევნების საკითხი ძალიან აქტიური გახდა ქართულ საზოგადოებაში, უფრო მეტად კი მასმედიაში. იმის გასარკვევად რამდენად ეფექტურად აშუქებენ ახალ ინფორმაციას ქართული საიტები ჩავატარე მონიტორინგი 3 საიტზე:

www.1tv.ge
საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებ საიტი არის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი და ასევე სანდო. პირველივე შესვლაზე შესაძლებელია გაიგო დგის მთავარი თემები. სტატიები არის როგორც ოპოზიციური , ისე სახელისუფლებო პარტიების კომენტარები და მოსაზრებები, ასევე საუბარია მათ აქტიურობაზე. შეგვიძლია აქვე ვიხილოთ, ცესკოს სხვადასხვა მონაცემები.

www.imedi.ge
ტელეკომპანია იმედის დაპირებაა გაიგე "სხვაზე ადრე" , საიტი მუდმივად განახლებადიაინფორმაციით, ეთერში გასვლამდე, ჩვენ შეგვიძლია ვიხილოთ სტატიები, რომლებიც დაბალანსებულია, და შეიცავს ფაქტებს.ხოლო ეთერის გასვლის შემდეგ, საიტზე შეგვიძლია ვიხილოთ ვიდეო, ამ მოვლენის შესახებ.
www.ambebi.ge





